ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ვცდილობთ, ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ დიდ განსაცდელში მყოფ სირიელ ბავშვებს“

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი  სირიაში, კერძოდ ალეპოში არსებულ მდგომარეობას  ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ცდილობს.
„მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი და პირველად დაირეკა ზარი. ძალიან დიდი დღესასწაულია. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველს ყოვლისა, მინდა საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია. ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიოყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ, გაერო-ს ოფისის მეშვეობით, როგორმე, რაიმე არხით, მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება. ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ”. – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.

იტვირთბა....