ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბატონო კობა, 295 პროდუქციიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რაც გაიფდა?“: ქუცნაშვილი გვენეტაძეს მიმართავს

„ბატონო კობა, 295 პროდუქციიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე, რაც გაიაფდა ჩვენს სამშობლოში?“, – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  მან გვენეტაძეს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

„ბატონო კობა, 295 პროდუქციიდან შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე, რაც გაიაფდა ჩვენს სამშობლოში? მე მაინტერესებს ამ პოლიტიკის წარმოების შედეგად, რომელი პროდუქცია გაიაფდა. მე ძალიან მომწონს თქვენი აკადემიური განათლება. პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით, მაგრამ ვატყობ, რომ ამ სიტუაციაში საზოგადოებაში არსებულ დაძაბულ ფონზე აუცილებელია თქვენი რაც შეიძლება პრინციპული პოზიციის ქონა და მეტი გამჭვირვალობა. ჩემი მოწოდება და თხოვნაა, იქნებ გაასაჯაროოთ ის სამუშაო შეხვედრები, რომელსაც თქვენ ატარებთ წამყვანი ბანკების ხელმძღვანელებთან და ამ შეხვედრების გასაჯაროებით, საზოგადოებაში შეიტანოთ მეტი სიცხადე იმის თაობაზე, თუ როგორ მართავს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულად საკრედიტო პოლიტიკას, რადგან დახურულ კარს მიღმა მუშაობა და ბრიფინგები თვეში ერთხელ, ვერ შველის საზოგადოებაში დაძაბულობის მოხსნას, ამიტომ აუცილებელია თქვენი გააქტიურება”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....