ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიის ხელისუფლებამ ალეპოში მოსახლეობის ევაკუაცია დროებით შეაჩერა

სირიის ხელისუფლებამ ალეპოს მოსახლეობისა და მებრძოლების გაყვანის ოპერაცია დროებით შეაჩერა. მთავრობა ამბოხებულებს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქალაქის დატოვების დროს მებრძოლებმა ტყვეების აყვანა სცადეს. გავრცელებული ცნობით, გზაზე აფეთქებების ხმაც ისმოდა.

ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება საომარი ზონიდან ხალხის გაყვანის ოპერაცია. სირიის მედიის ცნობით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუირებულია 9 ათასი კაცი. მათ შორის 109 დაჭრილიც. მძიმე მდგომარეობაში მყოფი სირიელები თურქეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

რუსეთის პრეზიდენტი სირიის მთელს ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატივით გამოდის. ვლადიმერ პუტინის განცხადებით სირიის ხელისუფლებას და შეიარაღებულ ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებას სთავაზობენ და სავარაუდოდ შეხვედრა ყაზახეთში გაიმართება.

იტვირთბა....