ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აღარ აიკრძალება

შს მინისტრის მოადგილის,  შალვა ხუციშვილის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა აღარ მოხდება:

”ჩვენ მოგვიწევს ამ პროექტის გარკვეული მოდიფიკაცია იმიტომ, რომ ის შეეხებოდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც. ფინანსთა სამინისტროს პროექტით, ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება და შესაბამისად, პროექტიდან რაღაცების ამოღება დაგვჭირდება. ჩვენი ინიციატივა იყო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან შემოვიდა ინიციატივა, რომ მოხდეს აქციზის ზრდა. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ შეჩერდეს კატასტროფული ზრდა და შემცირდეს ავტომობილების საერთო რაოდენობაში მარჯვენასჭიანი ავტომანქანების ხვედრითი წილი. ეს შედეგი გარკვეულწილად მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ორივე ინიციატივა ერთ მიზანს ისახავს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით შსს ასევე მუშაობს იმაზე, რომ მომავალი წლიდან საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგება ტექნოლოგიებზე გადავიდეს.

იტვირთბა....