ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ქართველ მეგობართან მესიჯის გაგზავნის გამო რუს ქალბატონს 7 წელი მიუსაჯეს

 

2008 წლის აპრილში, როცა ადგილობრივმა აქსანა სვასტიდმა სოჭიდან აფხაზეთისკენ მიმავალი რუსული ტანკები დაინახა, მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ქართველ მეგობარს აფხაზეთში, რის გამოც დღეს მას, უკვე 8 წლის შემდეგ შპიონაჟის ბრალდებით, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ გამოცემა inosmi.ru წერს, რომელიც ქალბატონის ტრაგიკული ისტორიის შესახებ გვიყვება.

გამოცემის ცნობით, 2008 წლის აპრილში აქსანა სვასტიდი სოჩის რიკინიგზის სადგურში, ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. ერთ დღესაც მან დაინახა, როგორ ჩაიარა ახლომახლო რუსულმა საომარი აღჭურვილობის შემადგენლობამ.

„მარტო არ ვიყავი. იქ იყო რამდენიმე ტურისტი, რომლებმაც ფაქტი გადაიღეს. მე კი უბრალოდ მოკლეტექსტური შეტყობინება გავაგზავნე“ – აღნიშნა აქსანამ რუსულ გაზეთ Московский комсомолец-თან ინტერვიუში.

გამოცემის ინფორმაციით, შვიდი წლის შემდეგ, 2015 წლის იანვარში, აქსანას  რუსული უშიშროების სამსახურიდან (ФСБ) დაურეკეს. მას სთხოვეს გამოცხადებულიყო გასაუბრებაზე მისი ქმრის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. როდესაც ის ФСБ-ს ადგილობრივ დაწესებულებაში, კრასნოდარში მივიდა, დააპატიმრეს. ახლა კი მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა  ღალატისა და შპიონაჟის ბრალდებით მიუსაჯეს.

მისი ბრალის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება მოკლეტექსტური შეტყობინება გახდა, რომელიც მან 2008 წლის აპრილში გააგზავნა. ისიც, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც  სოჭში საომარი ტექნიკის ეშელონი დაინახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.

„აქსანა სახლში იყო, კომპიუტერთან, როდესაც მას მოუვიდა შეტყობინება, თავისი ქართველი ნაცნობისგან, რომელმაც ჰკითხა, იდგნენ თუ არა ტანკები მათთან, რაზეც აქსანამ უპასუხა, რომ ადრე იდგნენ, ახლა კი არ იცოდა ამის შესახებ.

მას შემდეგ, რაც 2015 წლის იანვარში აქსანა დაიჭირეს, ციხეში 2016 წლის მარტამდე გააჩერეს, რის მიზეზადაც გამოძიების ინტერესები დაასახელეს. ამ დროის განმავლობაში ის პოლიციამ მხოლოდ ორჯერ დაკითხა. გარდა ამისა, არასოდეს შეხვედრია იმდროინდელ მის ადვოკატს. ამას გარდა, ადვოკატმა განაჩენი არ გაასაჩივრა, მიუხედავად იმისა, რომ კლიენტი ამის შესახებ ეუბნებოდა. სასამართლო მარტში დასრულდა, რის შემდეგაც ოფიციალურად გახდა ცნობილი მისი სასჯელის შესახებ“ – წერს გამოცემა.

„არ მომცეს სიტყვის თქმის უფლება, რომ ჩემი თავი დამეცვა“ – განაცხადა აქსანამ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში. „ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მოვისმინე მოსამართლემ როგორ თქვა „შვიდი წელი“, რის შემდეგაც შოკი მივიღე“- განაცხადა მან.

გამოცემა იმასაც წერს, რომ როდესაც აქსანას ბებიამ შვილიშვილის ამბის შესახებ შეიტყო, ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა.

ახლა აქასანას ორგანიზაცია „მემორიალის“ ადვოკატი ივან პავლოვი ეხმარება.

„ახლა ველოდებით საჩივრის პასუხს ზემდგომი ინსტანციებიდან“ – განაცხადა ადვოკატმა.

მას ასევე შეტანილი აქვს საჩივარი აქსანას ყოფილ ადვოკატზეც რუსეთის ადვოკატთა კოლეგიაში და იმედოვნებს, რომ ეს დაეხმარება საქმის თავიდან განხილვას.

ადვოკატის თქმით, აქსანას საიდუმლო არ გაუცია. სოჭში ტურისტებიც იყვნენ, რომელთაც შეეძლოთ დაენახათ იგივე.   ფოტოს გადაღება კი  ნებისმიერს შეეძლო.

ადვოკატისთვის გაუგებარია როგორ შეძლო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნული მოკლეტექსტური შეტყობინების მიღება მაშინ, როდესაც რუსეთის კანონმდებლობით მობილურმა ოპერატორებმა მონაცემები სამი წლის განმავლობაშიუნდა შეინახონ, ისიც მხოლოდ ტელეფონის ნომერი და სახელი.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის განწყობა გმობს აღნიშნულ ბრალდებას. ერთ-ერთი მოქალაქე აზიარებს ამ ინფორმაციას და მიმართავს საზოგადოებას, გააზიარონ მათაც, რადგან მსოფლიომ დაინახოს დღევანდელი რუსეთის ნამდვილი სახე.

იტვირთბა....