ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

რატომ ატირდნენ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი და რესპონდენტი (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=N4hALABRkAc

თურქული არხის წამყვანი  პირდაპირ ეთერში ატირდა. მისი თქმით, ალეპოში იძულებული არიან ბავშვებს ოპერაცია ნარკოზის გარეშე გაუკეთონ. რეპორტაჟის ჩვენების შემდეგ მან და მისმა რესპოდენტმა ცრემლები ვერ შეიკავეს.

ბაშარ ასადის ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში ბოლო დღეების განმავლობაში ათეულობით მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. ადამიანის უფლებთა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართვლოს ოფიციალური წარმომადგენელი რუპერტ კოლვილის ინფორმაციით, სირიელი სამხედროები და ასადის მომხრე მებრძოლები იჭრებიან მშვიდობიანი მცხოვრებლების სახლებში და კლავენ ყველას, ვინც იქ იმყოფება, მათ შორის ქალებს და ბავშვებს.

სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი ფოტო და ვიდეომიმართვა ვრცელდება – სირიელები ალეპოს დაბომბვის შეწყვეტას ითხოვენ და მსოფლიოს დახმარებისკენ მოუწოდებენ.  მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ალეპოს მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად აქციები იმართება.

იტვირთბა....