იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებიდან 200-მდე ადამიანის გათავისუფლებაა დაგეგმილი, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანმა ვაკანსიების გაუქმებაზე ისაუბრა და მაგალითად იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის გამომძიებლის რამდენიმე ვაკანტური პოზიცია დაასახელა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მათგანი უკვე გაუქმდა.
„რაც შეეხება იმათ, ვინც მუშაობს – ჩვენ ვართ პროკურატურის მიღმა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაახლოებით 5 500 საჯარო მოხელეა და არ არის გამორიცხული, რომ ამათგან 200-მდე ადამიანი, შეიძლება ნაკლებიც, სხვადასხვა სსიპ-ებიდან რეორგანიზაციაში მოჰყვეს, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და როცა დაიწყება პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.