ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ  საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა.

კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა 8 წევრით, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” ორი წევრით. ასევე, მისი ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობში იქნებიან ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმადგენლები.

კომისიის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთან, დებულების პროექტის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შედიან არასაპარლამენტო პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, თუმცა მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლობა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის მინისტრი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

“პირველი სხდომა კომისიის დებულების დამტკიცებიდან 15 დღის ვადაში გაიმართება. დებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას. დებულების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება პარლამენტის თავმჯდომარე.  კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს  პარლამენტის თავმჯდომარე. დებულებაში პირველ რიგში გაწერილია კომისიის ძირითადი პრინციპები – კოლეგიალობა, გამჭვირვალობა და  სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობა. ძირითადი მიზანია  კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. მოქმედ კონსტიტუციას, მოქმედ ტექსტს ახასიათებს მთელი რიგი წინააღმდეგობები კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომისიის მუშაობისა იქნება ასეთი შესაბამისობის უზრუნველყოფა. მეორე ძირითადი მიზანია ისეთი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....