ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიო ალეპოს მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად გაერთიანდა

ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის მოთხოვნით მსოფლიოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციები ძირითადად რუსეთის, სირიისა და ირანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მიმდინარეობს.

სტამბოლში ათასობით ადამიანი ირანის საკონსულოსთან შეიკრიბა და თეირანი ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის ჩაშლაში დაადანაშაულა, რომელიც მხარეებთან თურქეთის შუამავლობით იყო მიღწეული. თურქების განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეცვალოს და მხარდაჭერის ნაცვლად აიძულოს ასადის რეჟიმს ხალხის გადარჩენაზე იზრუნოს.

სოლიდარობის აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარიზშიც. ეს იყო ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომელიც 2011 წელს კრიზისის დაწყებიდან სირიელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართა. ფრანგები აქციაზე სანთლებით მივიდნენ და სოლიდარობის ნიშნით ეიფელის კოშკიც ჩააბნელეს.

იტვირთბა....