ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ უნდა შევხვდეთ მამლის წელს: ასტროლოგები გვირჩევენ

 

დამდეგი 2017  წლის სიმბოლო ცეცხლოვანი მამალია. ასტროლოგების რჩევით, ცეცხლოვანი მამალს მოსწონს  ოჯახური ტრადიციები, ამიტომ სასურველია ახალ 2017 წელს შევხვდეთ ოჯახში უახლოეს ადამიანებთან ერთად.

ამ დღეს ყველაზე სასურველი ფერის სამოსია ოქროსფერ-წითელი. კარგია ოქროს, ან მოოქროვილი და მარგალიტის (მათ შორის ხელოვნურიც) სამკაულები.

სახლის მორთვის დროსაც გაითვალისწინეთ მამლის საყვარელი ფერები. თუმცა, სახლის მოსართავად დაშვებულია მხოლოდ მწვანე და ლურჯი, რომელიც წითელ ფერთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

2017 წელს თავი შეიკავეთ ქათმისგან მომზადებული კერძებისგან. ასევე,  საახალწლო სუფრის მოსართავად კვერცხის გამოყენება რეკომენდირებული არაა.

2017 წელს სუფრას უნდა ამშვენებდეს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. არ უნდა დაივიწყოთ არც ხილი.

იტვირთბა....