ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით”: კოკა ყანდიაშვილი ზურაბ ჟვანიაზე სოციალურ ქსელში წერს

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შესახებ წერს:

“53 წლის გახდებოდა ზურა ჟვანია. მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა ხვალე ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო……. კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა…..
ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით, მიუხედავად ამისა, არასოდეს გამიბედია, მისთვის საჯაროდ “შენობით” მიმემართა (ამაზე ბრაზობდა 🙂 ) მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, ზურას ძალიან კარგი შვილები ჰყავს – აი ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებდა.
გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.
მენატრება ხოლმე ზურა.
რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ?!”- წერს ყანდიაშვილი

იტვირთბა....