როგორც “ეროვნული ფორუმის” წევრმა ანუ მიროტაძემ განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის დასრულება კარგია, მაგრამ ლარის კურსის ფონზე მისი მიღების შემდეგ აეროპორტში რიგები იქნება.
„თუ ეს პროცესი დადებითად გადაწყდება მაშინ რიგები იქნება აეროპორტებში. არა იმიტომ რომ ევროპაში მოგზაურობა უნდა ხალხს, არამედ იმიტომ რომ საკუთარ სამშობლოში ოჯახების გამოკვება აღარ შეუძლიათ. ამ რეალობაში გიორგი კვირიკაშვილს ორი არჩევანი აქვს, ან სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ არა მოსახლეობის სამსახურებიდან გათავისუფლების ხარჯზე. ან კვირიკაშვილს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება დატოვოს თანამდებობა“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.