თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ბებია და შვილიშვილი დაიღუპნენ. როგორც ირკვევა, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. საქმესთან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.