ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა მოხდა სერგო რატიანის კაბინეტში ბოკერიასა და ხაბაზს შორის: ჩიორა თაქთაქიშვილი ხმაურიან პოსტს აქვეყნებს

“ნაცმოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელიც პარტიაში შემცირებებს ეხება, რომელთა შორის კობა ხაბაზიცაა. თაქთაქიშვილი სერგო რატიანს მიმართავს:

“სერგო, ძვირფასო!

პირველ რიგში: ჩემი სტატუსი ეხებოდა პარტიის არაფორმალურ მმართველს, რომლის დავალებითაც ეს ხალხი გაუშვი სამსახურიდან.
იქნებ, ტყუილია, რომ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებს პირადად დაურეკე და პასუხი მოთხოვე, შენთან შეუთანხმებლად რატომ გამოხატეს საჯაროდ პოზიცია დიდი ყრილობის მხარდასაჭერად? ამის მერე რატომ გიკვირს, რომ ამ ადამიანების შემცირების მიზეზი სწორედ მათი პოზიცია მგონია და არა სხვა რამ?
ან იქნებ ის არის ტყუილი, რომ კობა ხაბაზი დაიბარე კაბინეტში, სადაც მას გიგა ბოკერია დაახვედრე, შენ გახვედი, გიგამ კი კობას საქმის გარჩევა დაუწყო ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქ პოსტის გამო (რომელიც საერთოდ არ იყო თავისუფალი ზონის წევრი) და ბოლოს დაემუქრა, პარტიაში თუ მოვა, ფიზიკურად გავუსწორდები და ხალხსაც ვაორგანიზებ ამისთვისო?!!!
ამ ყველაფრის მერე იქნებ მიზნების და საშუალებების შესაბამისობაზე საკუთარი თავისა და პარტიის არაფორმალური მმართველისთვის დაგესვა კითხვა. დამერწმუნე, საქმეს ეს უფრო გამოადგებოდა.
უმორჩილესად გთხოვ, გაასაჯაროოთ ყველა შემცირებული თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია, რომ ნათელი იყოს შემცირების მოტივები.
შტატების შემცირებამდე იქნებ ჩვენი აზრითაც დაინტერესებულიყავი, განგეხილა ხელფასების შემცირების ვარიანტიც, იქნებ ყველა თანახმა იყო ამაზე? მაგრამ მიზანი თუ არასასურველი ხალხის მოშორება და მათთან ანგარიშსწორება იყო, მაშინ გასაგებია ყველაფერი”.

იტვირთბა....