„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით, თბილისში ჩამოდის თურქეთის „აჯიბადემის“ ჰოსპიტალების ქსელის კლინიკური დირექტორი, პროფესორი და მსოფლიოში ცნობილი ონკო-ქირურგი, თამერ კარშიდაგი. თურქეთიდან მოწვეული ქირურგი თბილისში, ორი დღის განმავლობაში „ევექსისდიაგნოსტიკურ ცენტრში“, ქავთარძის 23 ნომერში პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს გამართავს.
მკურნალობის სწორი ტაქტიკის დაგეგმვის მიზნით დიაგნოზ დასმულ ონკოლოგიურ პაციენტებს (12 წლიდან) საშუალება ექნებათ თურქ პროფესორთან მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო კვლევების საფუძველზე კონსულტაციები გაიარონ.
15 და 16 დეკემბერს, „ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ „აჯიბადემის“ პროფესორთან პაციენტების მიღება 10:00 სთ -დან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
GHN