დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რიკოთის მონაკვეთი კატასტროფულ მდომარეობაშია და ორმოების რაოდენობამ ისევე შეიძლება მოხსნას შევარდნაძის პერიოდის რეკორდი, როგორც ლარმა მოხსნა გაუფასურების რეკორდი.
“ამ გზაზე ზაფხულში უნდა გეზრუნათ ისევე, როგორც სამი წლის უკან უნდა დაგეწყოთ ლარზე და ეკონომიკაზე ზრუნვა, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო და ეკონომიკამ შენელება.
თქვენ ვერ ხვდებით რომ ეკონომიკური კატასტროფისკენ მიგყავთ ქვეყანა და პოლიტიკური კატასტროფისკენ მიდიხართ თქვენც”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.