ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალაში გაზით 3 ადამიანი დაიღუპა: მათ შორის 1 ბავშვი

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ guardian.ge ავრცელებს.

Guardian.ge-სთან საუბრისას, ოჯახის ახლობელმა აღნიშნა, რომ გაზით მოწამვლას ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, 7 წლის ბავშვიც ემსხვერპლა. დაღუპულია ასევე მისი მამა და ბებია.

როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება  240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....