ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ივანიშვილმა ხეები თავად შეარჩია“: გადარგვის პროცესი განახლდა

 

გიგანტი ხეების აჭარიდან გურიაში  გადარგვის პროცესი განახლდა. დღეს დილიდან ციხისძირში სპეცტექნიკა ევკალიპტისა და მაგონოლიას ჯიში ხეებს გადასარგველად ამზადებს. ციხისძირიდან და ბობოყვათიდან, ურეკში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ 6 გიგანტურ ხეს გადარგავენ.

სამუშაოებს, ბიძინა ივანიშვილის კომპანიის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია ზიმო აწარმოებს, რომელიც 6 ხეს უკვე გადარგული ასწლოვანი ტიტას ხის გვერდით, ახალი დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გადაიტანს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ხეები, რომლის გადარგვაც მიმდინარეობს, თავად შეარჩია და ის ციხისძირში იყო ჩასული. მათი განცხადებით, ივანიშვილმა შეხვედრისას განმარტა, რომ მცენარეები გურიაში ჭაობის ამოსაშრობად და მწერების მოსასპობად მიაქვს.

ენმ-ს წევრები  ხეების გადარგვის პროცესს აპროტესტებენ.

იტვირთბა....