ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

1 იანვრიდან: რა იქნება ნებისმიერი ფილტრიანი სიგარეტის მინიმალური ღირებულება

1 იანვრიდან საქართველოში სიგარეტი გაძვირდება. როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით.

როგორც თამბაქოს იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, სიგარეტზე აქციზის ამ ნიშნულით მატება მათთვის სრულიად მოულოდნელია და მთავრობის ადმინისტრაციას, ან ეკონომიკურ გუნდს ბიზნესთან კონსულტაცია არ გაუვლია.

მათივე განმარტებით, როდესაც საქმე ეხება აქციზის 60 თეთრით მატებას ამავდროულად იზრდება ადვალური (ღირებულებითი) გადასახადიც, ვინაიდან იგი სწორედ ფასის მიხედვით განისაზღვრება. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არ არის, მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ფასები ალკოჰოლსა და თამბაქოზე იზრდებოდა. წლიურად ფასები ამ კატეგორიის პროდუქციაზე 18%-მდე გაიზარდა, ინდუსტრიამ ფასები უცვლელად შეინარჩუნა ამ დრომდე, თუმცა განმარტავენ, რომ 1 იანვრიდან საგადასახადო ტვირთის ზრდასთან ერთად მათ ინფლაციური ფაქტორების გათვალისიწინებაც მოუწევთ.

ამ დროისთვის ბაზარზე 1 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის ფასი დაახლოებით 1,50-2,00 ლარია, 1 იანვრიდან კი ამას უკვე ემატება აქციზის გადასახადი, ადვალური გადასახადი, ინფლაციის მაჩვენებელი და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შესაბამისად, იმპორტიორები ამბობენ, რომ 1 კოლოფი სიგარეტის მინიმალური ფასი დაახლოებით 3 ლარამდე იქნება.

bpi.ge

იტვირთბა....