თბილისი (GBC) – დრონების მწარმოებელი ერთ-ერთი ჩინური კომპანია საქართველოში ინვესტირებას განიხილავს.
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და გეგმებზე საპარტნიორო ფონდის ჩინეთში საქმიანი ვიზიტისას იმსჯელეს.
ფონდში ამ ეტაპზე კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებენ, ამბობენ, რომ მეტი დეტალი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
აღნიშნულია კომპანიის მიზანია ევროპის ბაზარზე შესვლა, ამიტომ მწარმოებლები დიდ სურვილს გამოთვამენ პროდუქციის ნაწილის საქართველოში დამზადების თაობაზე.
დრონები გამოიყენება, როგორც მონიტორინგის მიზნებისთვის, მაგ: მილსადენების უსაფრთხოებისთვის ასევე, მოსავლის შესაწამლად.
ქალაქ გუანჯოუში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის წევრებმა ჩინეთის სხვა მსხვილ კომპანიებთანაც გამართეს ორმხრივი შეხვედრები.
მათ შორსი შეხვედრა შედგა ჩინეთის მძიმე მრეწველობაში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. მხარეებმა უჟანგავი ლითონის გამოყენებით საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ფონდის დელეგაციამ მაღალტექნოლოგიური მიკრო სქემების წარმოაბის ქარხანა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ქარხნის მენეჯმენტთან.
gbc.ge