ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი მეორედ ჩამოწვა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ წუთებში ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდით სამუშაოები ხორციელდება.
ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ზვავი გუშინაც ჩამოწვა.
სინოპტიკოსები ხვალ, 13 დეკემბერს თოვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვარაუდობენ.