აჭარის პოლიციამ 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს, 1967 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-15 წლამდე.