ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“დედაჩემი ყოველდღე დადის ზურას საფლავზე და გადათხრილ საფლავს ვერ ნახავდა?!“: გოგლა ჟვანია ყოფილ პროკურორს პასუხობს

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, ფარულად გაკეთდა ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას გვამის ექსგუმაცია, ექსპერტიზა ჩატარდა და „არაფერი აღმოჩნდა“. მისივე თქმით, “საქმის გამოძიების პირველადი ვერსია სწორია და მისი საპირისპირო მტკიცებულებები არ არსებობს“.

“კვირის პალიტრასთან“ საუბარში ყოფილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ზოდელავას განცხადების მიზანი საზოგადების დეზინფორმირებაა.
“ზურას საფლავი ხალხმრავალ ადგილას, დიდუბის პანთეონშია, გარშემო კორპუსებია და შეუძლებელია ისე ჩატარებულიყო ეს პროცედურა, არავის შეემჩნია. ზოდელავას განცხადების მიზანი საზოგადოების დეზინფორმირებაა. დედაჩემი ყოველდღე დადის ზურას საფლავზე, ერთი დღე არ გამოუტოვებია და გადათხრილ საფლავს ვერ ნახავდა?!“, – აცხადებს გოგლა ჟვანია.

იტვირთბა....