საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ჰაერის უკმარისობა და გული აწუხებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა.
სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო, ის საზოგადოებრივ მაუწყებელში ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა.
„მეტრონომი“ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.