ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ეგვიპტეში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

ეგვიპტის დედაქალაქში, კოპტი ქრისტიანების ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. უკვე დაწყებულია გამოძიება, პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ადგილობრივი მედიით ვრცელდება კადრები, რომელიც საკვირაო მესაზე მომხდარი აფეთქებიდან პირველ წუთებს ასახავს. 12 კილოგრამი ტროტილი ტაძრის იმ ნაწილში აფეთქდა, სადაც ქალები ლოცულობდნენ.

ამჟამად დაშავებულია 49 ადამიანი, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

იტვირთბა....