საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.
„თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფერთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.
თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სტამბოლის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთი აფეთქების ხმა ტაქსიმის მოედანთან ახლოს, მეორე კი, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაისმა, სადაც საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.