“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დღევანდელ განცხადებაზე განმარტება კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა. ”რუსთავი 2”-თან საუბარში გიორგაძემ დაადასტურა, რომ გაბაშვილის ქ. #1-ში მდებარე ბინა მას ეკუთვნის.
”ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია. წარმოიდგინეთ, 2005 წელს, აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე. როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ ამ ბინაში და ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არავის გახსენებია ეს ფორმალური საკითხი.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზს აუცილებლად გავასწორებ და გავაუქმებ რეგისტრაციას”.- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, შპს International Event სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, დღეისათვის სახელმწიფოსადმი ჯამურად დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს შეადგენს.
საიას თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა შეწყდეს ხელშეკრულება და კომპანიამ International Event სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება უნდა დაფაროს.