ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის აპარატს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ავტობიოგრაფიის თანახმად, ოხანაშვილი  სამართალმცოდნეობის ბაკალავრია, სამართალმცოდნეობის მაგისტრი იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, ასევე დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.

ოხანაშვილი 2007 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, დეკანის თანაშემწე, სასაწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

პარლამენტის აპარატის უფროსი ფლობს ფლობს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

იტვირთბა....