ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იოჰანეს ჰანი ევროპას საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი  იოჰანეს ჰანი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს  საქართველოსა და უკრიანისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ, “რადიო თავისუფლების” უკრაინული ბიუროს ცნობით, იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას განაცახდა.

„თუ ჩვენ ახლა ვერ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და დაპირებებს, მომავალში ჩვენ დავკარგავთ არა მხოლოდ ნდობას, არამედ ასევე პოლიტიკურ ბერკეტებს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, მიაღწიონ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოსთან. მე ვგულისხმობ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს არიან ამოფარებულები”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

 

იტვირთბა....