“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ქვეყნის სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის პრევენციის საკითხებზე კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, მთელი რიგი პრობლემები იკვეთება, ასევე, კვლევის ფარგლებში შერჩეული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის ანალიზიდან. კერძოდ: არაერთგვაროვანი და არადამაკმაყოფილებელია საწარმოების პრაქტიკა როგორც ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების, ისე მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის მხრივ; საწარმოებს არ აქვთ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციის შიდა მექანიზმები; აშკარად იკვეთება პოლიტიკური ზეგავლენა საწარმოების მართვაზე, რაც მმართველ თანამდებობებზე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დანიშვნაში გამოიხატება; კვლევამ ასევე გამოავლინა სახელმწიფო საწარმოებში თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების დასაქმების არაერთი შემთხვევა; კვლევამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი პირებიც არიან.”- აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, მთელი რიგი პრობლემები იკვეთება კვლევის ფარგლებში შერჩეული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის ანალიზიდან. კერძოდ საწარმოებს, არ აქვთ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციის შიდა მექანიზმები.
კვლევის მიხედვით აშკარად იკვეთება, პოლიტიკური ზეგავლენა საწარმოების მართვაზე, რაც მმართველ თანამდებობებზე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დანიშნვაში გამოიხატება.
კვლევამ ასევე გამოავლინა, სახელმწიფო საწარმოებში თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების დასაქმების არაერთი შემთხვევა. კვლევამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის საწარმოების ხელმძღვანელი პირებიც არიან.
ორგანიზაციამ ხელისუფლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებაც ორგანიზაციის შეფასებით ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების შემცირებას და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობის ზრდას.
კვლევის ავტორების განცხადებით, კვლევის ფარგლებში შეირჩა საქართველოში მოქმედი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაარსებული 5 მსხვილი საწარმო, რომელთაგან 4-ის აქციებს ამჟამად საპარტნიორო ფონდი განკარგავს, ერთი კი სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მართვაშია. ესენია – საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ფოსტა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი. კვლევის ავტორების თქმით, კვლევა ნაწილობრივ მოიცავს საპარტნიორო ფონდის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების საკითხებსაც.