ახალი ამბები კულტურა მთავარი

ქართველმა დიზაინერმა ბრიტანეთში 2 მთავარი პრიზი აიღო (ვიდეო)

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია საერთაშორისო დაჯილოდების ცერემონიალზე ორი მთავარი პრიზის ფლობელი გახდა.

ბრიტანულმა მოდის საბჭომ ბალენსიაგას მოდის სახლის ქართველი დიზაინერი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერად დაასახელა და წამყვანი მოდის სახლების წარმომადგენლებს შორის გამოარჩია.

ცერემონიალს, ცნობილ დიზაინერებთან და მოდის კრიტიკოსებთან ერთად, 4 ათასამდე სტუმარი დაესწრო. ცერემონია ლონდონის ალბერტ ჰოლში გაიმართა.

საღამოს სტუმრებს შორის იყვნენ ვოგის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, მოდელი ჯიჯი ჰადიდი და დიზაინერი ტომ ფორდი. ცერემონიაზე 14 დიზაინერი და ბრენდი დააჯილდოვეს.

 

primetime.ge

იტვირთბა....