ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ზურაბ ჟვანიას ექსგუმაცია ჩუმად მოხდა”: ყოფილი პროკურორი სენსაციურ განცხადებას აკეთებს

სენსაციური განცხადება გააკეთა გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში ყოფილმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ კიევიდან ჩართვის დროს. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურბ ჟვანიას ექსგუმაცია ჩუმად მოხდა და არ ხმურდება.

“ზურაბ ჟვანიას ექსგუმაცია ჩუმად მოხდა. შესაძლოა ამის შესახებ ჟვანიას ოჯახის წევრებმაც იციან, მაგრამ არ ახმაურებენ. როგორც ჩანს, ექსგუმაციისას, ამ ხელისუფლებამ ვერანაირი ხელმოსაკიდი ვერ იპოვა და ახლა არაფერს ამბობენ” – განაცხადა ზოდელავამ პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტი, რომელსაც ექსპერტიზის გაყალბება ედებოდა ბრალად, სასამართლომ გაამართლა.

იტვირთბა....