ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ცვლილებები საფრანგეთის მთავრობაში: შს მინისტრი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი ”სოციალისტური პარტიიდან” ბრუნო ლე რუ დაინიშნა, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განკარგულებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნოვი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მანუელ ვალსი ჩაანაცვლა, რომელმაც გუშინ საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობასა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ცვლილებები საფრანგეთის მთავრობაში კიდევ ორ პოსტს შეეხო. პარლამენტთან ურთიერთობის სახელმწიფო მდივნად დაინიშნა ანდრე ვაინი, ხოლო განვითარებისა და ფრანკოფონიის სახელმწიფო მდივნად – ჟან-მარი ლე გენი.

მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელი დარჩა.

იტვირთბა....