ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„თურქული ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობა რუსეთთან: შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ერდოღანმა ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ფედერაციასთან „თურქული ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.

„თურქეთის ნაკადის“ პროექტი ითვალისწინებს ორი მილსადენის აშენებას 13.5 მილიარდი კუბამეტრი გაზის გამტარიანობით. ერთი მილი აშენდება თურქეთამდე, ხოლო მეორე მილის დანიშნულებაა ევროპის მოთხოვნების დაკმაყოფილება.  თურქეთ-რუსეთის სამთავრობათაშორის შეთანხმებას „თურქული ნაკადის“ გაზსადენის პროექტის შესახებ ხელი 10 ოქტომბერს სტამბოლში მოეწერა.

იტვირთბა....