ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქვეყანას ბანკირები მართავენ, თავდაცვიდან 1 200 ადამიანის გათავისუფლებაა დაგეგმილი”

თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი – ასეთ განცხადებას ავრცელებს დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში. მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია და ამ ფონზე ქვეყანას ბანკირები მართავენ. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ქვეყანაში საბანკო-საკრედიტრო დიქტატურაა:

“ქვეყანაში უმძიმესი ფონია, რომელიც ყოველდღიურადუფრო მძიმდება. სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელიც “ქართული ოცნების”მთავარი დაპირება იყო, ვერ ხორციედება. ქვეყანაში საბანკო-საკრედიტრო დიქტატურა გვაქვს. ამის ხმამაღლა თქმა არ მერიდება-ქვეყანას რეალურად ბანკირები მართავენ, საქართველოში საბანკო დიქტატურაა. ამ ფონზე, საჯარო სექტორში, რომელიც ადამიანების დასაქმების მთავარი წყაროა, სამუშაო ადგილები მცირდება. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი…გარკვეული ინფორმაციები მომდის, როგორც უფლებადამცველს, ხალხი მირეკავს, თავის პროტესტს გამოთქვამს და ა.შ.ახალმა ხელისუფლებამ ძალიან მძიმე რეფორმების განხორციელებაზე აიღო პასუხისმგებლობა…დარწმუნებულიიყავით, რომ იმ 1200 ადამიანიდან, რომელსაც მალე თავდაცვის სამინისტროშ შეამცირებენ, ყველას სესხი აქვს აღებული და მათთვის განთავისუფლება, უბრალოდ, კატასტროფის ტოლფასი იქნება, თუმცა ამას არავინ დაგიდევთ. შემცირებები უკვე დაწყებულია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ კიდევ უფრო მწვავე გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთაც არ აჟღერებს.” – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

იტვირთბა....