ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიის თანამშრომლებს ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესს ასწავლიან

ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესი – თბილისის მერი დავით ნარმანია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ გადაცემა P.S-ში გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესებს მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელს შეასწავლიან, შემდეგ ისინი რჩევებს უკვე სხვებს მისცემენ.

ტელეკომპანიის ცნობით, მხოლოდ პედაგოგის მომსახურება თბილისის ბიუჯეტს 7 200 ლარი დაუჯდება. სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს მასწავლებელმა სუფრასთან მოქცევის წესები უნდა ასწავლოს.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრენინგების ჩატარება და პერიოდულად თავის თანამშრომლების გადამზადება. საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყებებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და ინოვაციურ ტრენინგებზე უნდა ავიღოთ მეტი აქცენტი, ალბათ ამ შემთხვევაში ასეც უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე პროტოკოლის და ეტიკეტის სწავლება. ამიტომ მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს, ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....