ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისის 6 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

დღეს, 6 დეკემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, დიდგორის, გლდანის, სამგორის, საბურთალოს და კრწანისის რაიონებს. კომპანია მიზეზად ავარიის პრევენციას და ქსელის გაუმჯობესებას ასახელებს.

ისნის რაიონი

11:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

12:00-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 „დ” ქუჩის და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო 13:00-დან 15:00-მდე – გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 16:00-მდე შუალედში 30 წუთით შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, თოფურიას, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის, ფონიჭალის III მიკრორაიონის, სოფელი თელეთის, პუშკინის, დიუმას და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....