ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჟენევაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საორგანიზაციო სესიაზე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შალვა ცისკარაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველად იქნა არჩეული ამ პოზიციაზე და ქვეყანა ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს 2017 წლის განმავლობაში შეასრულებს. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საბჭოს პრეზიდენტთან და ბიუროს სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების შემუშავებაში, ასევე გაუძღვება ცალკეული სხდომების მიმდინარეობას. 2017 წლის განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს ასევე შესარულებენ ეგვიპტის, ერაყისა და შვეიცარიის წარმომადგენლები.
საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით იქნა არჩეული.

იტვირთბა....