„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე ხელისუფლებას მიმართავს, ბათუმის დაზიანებული სანაპირო ზოლის აღსადგენად უფრო აქტიური სამუშაოები დაიწყონ.
“დღეს დილით ვიყავი ბულვარის ტერიტორიაზე. ნაპირი ძალიან დაზიანებულია. კიდევ ასეთი 3 ან 4 შტორმი და ბულვარისგან, ან უფრო მეტიც მიმდებარე ტერიტორიისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩება. მინდა მივმართო მთავრობას, რათა დაიწყონ უფრო აქტიური სამუშაოები. ასევე, მინდა მივმართო ქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს იყვნენ ფრთხილად, განსაკუთრებით ცუდ ამინდში”. – წერს ვარშალომიძე.
შეგახსენებთ, ხუთბალიანმა შტორმმა, ხოლო ორი დღის განმავლობაში, ბათუმის ბულვარსა და ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო ზოლზე არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანა.