ექსპრემიერი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ “კვირის პალიტრას” ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, თუ დღის წესრიგში გვამის ექსგუმაციის საკითხი დადგა, ეს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.
– მრავალჯერ დაანონსდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე მალე გაიხსნებოდა…
– გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა, ვგულისხმობ თუნდაც იმ გახმაურებულ ფირს, რომელიც “ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელდა. ახლაც აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა უფრო ადრე გახსნის იმედი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა… თუმცა იმისთვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებებით დაამტკიცო, თურმე მეტია საჭირო…
– ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული საკითხი ისევ აქტუალურია?
– თუკი ეს მოხდება, პროცესი უცხოელი ექსპერტების ჩართვით უნდა წარიმართოს” – განაცხადა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ჟვანიამ.