ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავიაკატასტროფისას დაღუპული 71 ადამიანი სამშობლოში გადაასვენეს

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსის“ სტადიონზე ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა, მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ფეხბურთელების ცხედრები სამშობლოში გადაასვენეს.

ქალაქ შაპეკოს მცხოვრებლები სტადიონზე სიმბოლურად – შავი და მწვანე სამოსით მივიდნენ, რომლითაც კატასტროფის დროს დაღუპული 71 ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სტადიონზე შეკრებილ 20 000 მხარდამჭერს ოჯახის წევრები და მეგობრებიც შეუერთდნენ.

საფეხბურთო კლუბის წევრები 21 ჟურნალისტთან ერთად, კოლუმბიის ქალაქ მედელინში მიფრინავდნენ, სადაც სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

კატასტროფის დროს თვითმფრინავში 72 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის დროს მხოლოდ ექვსი ადამიანი, მათ შორის, სამი ფეხბურთელი გადარჩა.

regioninfo.ge

იტვირთბა....