მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა დაღესტნის დედაქალაქში. სპეცრაზმელებმა მახაჩკალაში 5 ეჭვმიტანილი მოკლეს, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მოკავშირე დაჯგუფების ლიდერი, რუსტამ ასელდეროვი.
სამართალდამცველებმა თავდაპირველად მებრძოლებთან მოლაპარაკება სცადეს, თუმცა ეჭვმიტანილებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ძალოვანებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს მოკლული ასელდეროვი 2013 წელს ვოლგოგრადის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და რკინიგზის სადგურში მომხდარი ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.