ბარაკ ობამამ აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ვაშინგტონში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე უკანასკნელად გაანათა. ტრადიციულ საშობაო ცერემონიაში პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის პირველი ლედი მიშელ ობამა და მათი უმცროსი ქალიშვილი მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ჩატარებაში ობამების ოჯახს ცნობილი მსახიობები და მომღერლები ეხმარებოდნენ, მათ შორის ევა ლონგორია, მარკ ენტონი და კელი კლარკსონი. ნაძვის ხის განათებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
„რვა წლის მერე, რაც თვენი პრეზიდენტი ვარ, კვლავ მჯერა, რომ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს”- განაცხადა ბარაკ ობამამ.
ვაშინგტონში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 94-ედ გაიმართა. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.