კომპანია “ჯეოსელის“ აბონენტების ნაწილი დილიდან ცალკეული სერვისებით სარგებლობას ვერ ახერხებს. ბევრი აბონენტი ჩივის, რომ დარეკვას ვერ ახერხებენ.
„კომპანიის“ ვებგვერდზე განთავსებული განცხადებიდან ირკვევა, რომ იგეგმება ახალი საბილინგო სისტემის დანერგვა.
გარდამავალ ეტაპზე, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჯეოსელის აბონენტების ნაწილს დღეს და ხვალ გარკვეული შეფერხებები შეექმნათ.
„გაცნობებთ, რომ „ჯეოსელის“ ქსელში, 2016 წლის 1 დეკემბრიდან, იგეგმება ახალი საბილინგო სისტემის დანერგვა, რაც საშუალებას მოგვცემს, მომსახურება სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეს, იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებზე და უპასუხოს ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს. დაგეგმილი სამუშაოების მიზანია „ჯეოსელის“ ქსელში ეტაპობრივად დაინერგოს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
გარდამავალ ეტაპზე, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯეოსელის აბონენტების ნაწილს (გარდა ლაილაისა) 1 და 2 დეკემბერს შეექმნას გარკვეული შეფერხებები, მათ შორის, ცალკეული სერვისების შეძენის/გაუქმების, ანგარიშის/ ბონუსების შემოწმების და სხვადასხვა ტიპის გადახდების განხორციელების დროს, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს“, – ვკითხულობთ საიტზე.