ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდუბის გამგეობამ 30-სანტიმეტრიან ჩურჩხელაზე ტენდერი გამოაცხადა

„სამოქალაქო პლატფორმა -ახალი საქართველოს“ ერთერთი დამფუძნებელი თეონა ჭალიძე, თბილისის გამგეობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ეხმაურება. საქმე ეხება, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, უმწეო მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვას.

249217

„თბილისში არსებულმა 10-მა გამგეობამ, საახალწლოდ გამოაცხადა ტენდერი, უმწეო მოქალაქეთათვის ნობათის შეძენასთან დაკავშირებით. ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს, წინასწარ ჩაწყობილ ტენდერთან. მაგალითისთვის, დიდუბის გამგეობამ ჩურჩხელას შესყიდვასთან დაკავშირებით სასაცილო პირობა წამოაყენა. ისინი ითხოვენ, რომ ჩურჩხელა იყოს მინიმუმ 30 სანტიმეტრის სიგრძის. საინტერესოა, რატომ აქცევს უწყება ამხელა მნიშვნელობას ჩურჩხელას სიგრძეს, იმ დროს, როდესაც სხვა გამგეობებს, მსგავსი მოთხოვნა არ აქვთ. რას ნიშნავს ეს 30 სანტიმეტრი და რატომ არ შეიძლება შეიძინონ 28 სანტიმეტრის ჩურჩხელა. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა“. – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

იტვირთბა....