ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პილოტის ბოლო სიტყვები: აუდიოჩანაწერი გაშიფრეს – რა იყო ავიაკატასტროფის რეალური მიზეზი

როგორც ირკვევა, თვითმფრინავს, რომელსაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გადაჰყავდა საწვავი გაუთავდა და ეს გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. ამ ინფორმაციას BBC აუდიო ჩანაწერების მიხედვით ავრცელებს.

ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ითხოვს მფრინავი განმეორებით, დაშვების უფლებას “სრული ელექტრო დაზიანების” და საწვავის უქონლობის გამო. და სანამ ჩანაწერი სრულდება, მფრინავი ამბობს, რომ ის მიფრინავს 2 743 მეტრის სიმაღლეზე.

“ის რომ დარტყმის მიუხედავად, აფეთქება არ მომხდარა. ეს აძლიერებს საწვავის ნაკლებობის თეორიას”. – ასეთი დასკვნა გამოაქვთ კოლუმბიის სამხედრო წყაროებს.

შეგახსენებთ, კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილიდან 6 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს მაშველებმა, მაგრამ სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ავრცელებს კოლუმბიის რეგიონული პოლიციის მეთაური.

მგზავრებს შორის ბრაზილიის საფეხბურთო გუნდის „ჩაპეკუენზეს“ წევრები იმყოფებოდნენ. გუნდი სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდა, სადაც კოლუმბიურ კლუბს, “ათლეტიკო ნასიონალს” ხვდებოდა.

 

 

 

იტვირთბა....