ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრების იპოთეკური სესხები: “დაფარვა მოქალაქეების ჯიბიდან უნდა მოხდეს”

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2015 წლის იანვრამდე დოლარში აღებული სესხები ლარში 2.30 კურსით გადაკონვერტირდება და მსესხებელს ამ კურსით მოუწევს ვალის დაბრუნება არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
საზოგადოების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს ნიშნავს, მოქალაქეებმა საკუთარი ჯიბიდან დაფარონ სხვისი ვალები.
უფრო მეტიც, როგორც დეკლარაციებიდან ირკვევა, მინისტრთა უმრავლესობას ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მსხვილი იპოტეკური სესხები აქვთ აღებული,რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ახალი რეგულაცია მათაც შეეხებათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის თავჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბიძინაშვილი ასაჯაროებს მინისტრების იპოთეკურ სესხებს დოლარში და ,,პირველ რადიოსთან“ აცხადებს, რომ მათი სესხების დაფარვაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოუწევთ, რომლებსაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში აგდებს ლარის ყოველდღიური გაუფასურება.
,,დიმიტრი ქუმსიშვილი – 2014 წელს მას იპოტეკური სესხის სახით აღებული აქვს 59 000 ამერიკული დოლარი და 2015 წელს 20 000 ამერიკული დოლარი აქვს აღებული. გიორგი გახარიას – 2015 წელს აღებული აქვს 11 370 ამერიკული დოლარი. სოზარ სუბარს 2013 წელს აღებული აქვს 140 000 ამერიკული დოლარი. ალექსანდრე ჯეჯელავას – 2015 წელს აღებული აქვს 46 300 ამერიკული დოლარი. მიხეილ გიორგაძე – 2013 წელს აღებული აქვს 50 000 ამერიკული დოლარი. ტარიელ ხეჩიკაშვილი – 2014 წელს აღებული აქვს 513 000 ამერიკული დოლარი., ხოლო თეა წულუკიანი – 2013 წელს აღებული აქვს 39 840 ამერიკული დოლარი,“-ამბობს ბიძიშვილი.

,,ამ მინისტრების იპოთეკური სესხების დაფარვა უნდა მოხდეს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან, საინტერესოა რომ ლარიც და ეკონომიკაც თავად ჩააგდეს ამ დღეში და ახლა მათი პირადი ვალების დაფარვაც მოსახლეობას მოგვიწევს.“-ამბობს ბიძიშვილი ,,პირველ რადიოსთან“.

პირველი რადიო

იტვირთბა....