ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

 

30 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, გლდანის, სამგორის და დიდუბის რაიონებს. კომპანია მიზეზად ავარიის პრევენციას და ქსელის გაუმჯობესებას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

12:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ჭელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11:00-დან 14:00-მდე კი, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის „ა” და VII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, ქერჩის, მორეტის და ვართაგავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფიფიას, ვორონინის და ცაბაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....