“ჩვენ ალბათ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა შევარჩიოთ საუკეთესო მოდელი ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ონლაინ კაზინოებთან მიმართებით აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა დაცული იყოს როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის უფლებები. ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობას საბოლოო მოდელის შემუშავებამდე 6-დან 8 თვემდე ვადა დასჭირდება.
”ონლაინ კაზინოები არის სოციალური პრობლემა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ადამიანების დაცვა. ძალიან ბევრი კონსულტაცია მქონდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან”- განაცხადა ქუმსიშვილმა.