ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდა ერთ ლიტრი საწვავის თვითღირებულებას საშუალოდ 20-25 თეთრით გაზრდის,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს რა თქმა უნდა საწვავის ფასზეც აისახება, თუმცა, ვინ რამდენით გაზრდის პროდუქციის ფასს, ამის პროგნოზირება რთულია.
ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდის გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე – 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე – 80-დან 200 ლარამდე. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აქაც გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით.